საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი გადაიკეტება

0

„საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გვიან ღამით თბილისში, კოსტავას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს აფრთხილებს.
როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია, აღნიშნული, დაგეგმილი სამუშაოების მიზეზით, 14 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთზე.
„თბილსერვის ჯგუფი“ შეფერხებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი