87-ე საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

0

თბილისის, 87-ე საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების გამოძახება მოსწავლეების ჩხუბს უკავშირდება. ინციდენტი მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მოხდა.
ამ დროისთვის სკოლაში პოლიციის ორი ეკიპაჟია მისული და მომხდარი ფაქტის ირგვლივ, შესწავლა მიმდინარეობს.
მომხდარის შესახებ არსებობს, კიდევ ერთი ვერსიაც, რომლის თანახმადაც მე-11 კლასის ორი მოსწავლე, რომლებიც ბავშვობის მეგობრები არიან, ხუმრობით ჭიდაობის დროს „წაკინკლავდნენ“.
„კვირა“ სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
სკოლის ადმონისტრაციის წარმომადგენლები მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი