ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში-ინაშვილმა მელიას ფურცლები შეაყარა(ვიდეო)

პარლამენტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ, ირმა ინაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
ოპონენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც მელია რეპლიკებით აწყვეტინებდა.
ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ“, – განაცხადა ინაშვილმა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ინაშვილმა მელიას ფურცლები შეაყარა. ვითარების განმუხტვისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მანდატურის ჩარევა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები