აკაკი ზოიძე: ცვლილებები, რომლის მიხედვით, უფილტრო სიგარეტის აქციზის ფასი ფილტრიანისას გაუტოლდება, ინიცირებისთვის მზად არის

საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, უფილტრო სიგარეტის აქციზის ფასი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასს გაუტოლდება, ინიცირებისთვის მზად არის.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლამდე აქციზი მთლიანი ფასის 60% უნდა გახდეს, როცა დღეს 40%-ს არ აღემატება.
“მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს აქციზის მატება მოხდა, თამბაქოს ფასთან დაკავშირებით საქართველო დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს. მხოლოდ სომხეთშია საქართველოზე დაბალი ფასი და ისიც იმიტომ, რომ ცდილობენ საქართველოში კონტრაბანდის სახით შემოიტანონ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები