კახა კალაძე: თბილისს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებებს აცნობიერებს

არ ვიცი ოპოზიციის მოთხოვნა, ჩვენ უფასო სასადილოებზე დაფინანსება გავზარდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის 2019 წლის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო ჰყავს.
„არ ვიცი ოპოზიციის მოთხოვნა, ჩვენ უფასო სასადილოებზე დაფინანსება გავზარდეთ და ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი, სურდათ, ქულები ჩაეწერათ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომელიც სწორად გეგმავს ბიუჯეტს და აცნობიერებს ვალდებულებებსა და საჭიროებებს, რომელიც დედაქალაქს და მის მოსახლეობას აქვს. თუ აქვთ რამე შენიშვნები, რომელიც აზრს მოკლებული არ არის, მზად ვართ, გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიცია მთავრობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.
“მდიდრდებიან ყოველდღიურად და მართლაც, ხალხის ხარჯზე შოულობენ მილიონებს, როდესაც თითოეული ადამიანი და თითოეული ქართველი, მართლაც, ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. იმ ფონზე, როდესაც უფასო სასადილოებში მისულ ადამიანებს ლარს და თვრამეტს უხდიან, ყოველდღიურად ჭამაში, მილიონებს აგროვებენ ჩვენი მინისტრები – ეს არის ორი უკიდურესი საქართველო, სადაც არის უმცირესობაში ივანიშვილი და მისი მთავრობა და უმრავლესობაში, და სამწუხაროდ სიღატაკეში, დანარჩენი საქართველო”, – აცხადებს “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები