Vali.ge-ის ჩაშვებას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ვებ გვერდი, სადაც საფინანსო ორგანიზაციები ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, 10 დეკემბერს 18:00 საათზე ამუშავდა.Vali.ge -ს ჩაშვებას გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საიტზე შესვლისას და საკუთარი მონაცემის შეყვანის შემდეგ წაიკითხა: „თქვენი სესხის პატიების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბრიდან და დასრულდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე თუ თქვენს სასესხო დავალიანებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აღსრულების/სასამართლო/საარბიტრაჟო საქმის წარმოება, პატიების პროცესი დასრულდება აღსრულებიდან, სასამართლო/საარბიტრაჟო წარმოებიდან თქვენი საქმეების გამოხმობის შემდეგ.
* დავალიანება მოიცავს სესხის ძირითად თანხას, პროცენტს/საკომისიოს, ჯარიმას/საურავს და სხვა დარიცხულ თანხებს”.
სოციალური ქსელის მომხმარებელი იქვე ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.
„ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს უღრმესი მადლობა ამ სიხარულისთვის. ახლა ისე ვარ გახარებული, ჯერ ვიტირე, მერე ვიყვირე და ახლა ყველას გისურვებთ ასე გახარებული და ბედნიერი იყო“,- დაწერა ე.წ. შავ სიაში მოხვედრილმა მოქალაქემ.
სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი წერს: „დედას ფიცავარ არ მეგონა ამ სიაში რომ მოვხდებოდი ორმაგად დიდი მადლობა “ჯგუფ ქართუს” ისე ეს თანხა ყაჩაღ ბანკირებისთვის მინიმუმ 7ჯერ მაქ გადახდილი და ეს არადამიანები ახლა ბიძინასაც აწერენ ამ ფულს შხამათ შერგოთ ყოველი თეთრი ასეთი მახე რაც ქართველ ერს გაუკეთეს ამ არადამიანებმა მე არ მახსოვს! გამიგია ბანკი გაკოტრებულა და გაქცეულა, მაგრამ ბანკი რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტყვეობაში ამყოფებდეს წნეხის და ფიზიკური განადგურების მუქარით არასად არ გამიგია გარდა საქართველოსი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ყველას გილოცავთ გაიხარეთ !!!“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ვალების განულების პროგრამა 15 დეკემბერს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები