USAID-ის დირექტორი ზაზა გაბუნიაზე: შესანიშნავ საქმიანობას ვულოცავ, რომელსაც ის თავმჯდომარის რანგში აწარმოებს

ამერიკის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
შმიდტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის და თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა.
“მინდა კომიტეტის თავმჯდომარეს მივულოცო ის შესანიშნავი საქმიანობა, რომელსაც ის აწარმოებს თავმჯდომარის რანგში და ასევე ამ დიალოგის და ამ პროცესის ხელშეწყობისათვის. ინსტიტუციური დიალოგი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უზრუნველყოფს და მნიშვნელოვანს ხდის ფორმატს, რომლის ფარგლებში ხდება განხილვა იმ გამოწვევების, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დგას საქართველოში”,- აღნიშნა შმიდტმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები