საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ამაზონთან” შეთანხმებას გააფორმებს

საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ამაზონთან“ შეთანხმებას გააფორმებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიენიჭა.
„Amazon.com, Inc.“-თან იგეგმება „კომერციული საიდუმლოების გაუმჟღავნებლობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელებს სექტემბერში ვაშინგტონში შეხვდა.
საუბარი შეეხო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს პოტენციალს და ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივას.
Amazon.com მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიაა.
კომპანიის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები