ნიუ-იორკში CNN-ის ოფისში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია შევიდა

აშშ-ში, ნიუ-იორკში CNN-ის შენობაში ბომბი აღმოჩენილი არ არის. ტელეარხ CNN-ის ცნობით, პოლიციამ ოფისში, რომელიც ბომბის არსებობაზე შეტყობინების მიღების გამო ევაკუირებული იყო, ბომბი ვერ აღმოაჩინა.
CNN-ის ვებ-გვერდზე, წუხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვიან ღამით შევიდა შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია. ევაკუაცია საგანგებო რეჟიმში განხორციელდა, ერთი საათის შემდეგ, ტელეარხი პირდაპირ ეთერში Skype-ის საშუალებით გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები