პრემიერმა ფიცის დადების ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის ფიცის დადების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების თანახმად, დამტკიცდა ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 23 წევრია. კომისიის თავმჯდომარე კახა კახიშვილი, მისი მოადგილეები კი, გიორგი ჭოლაძე და ალექსანდრე დარახველიძე არიან. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები შედიან. წევრების გარდა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა კიდევ შვიდ პირს სთხოვეს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთხოვა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სხვადასხვა უწყებას დაევალა ფიცის დადების ცერემონიისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები