გიორგი ლომია: ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქართულმა საზოგადოებამ ლეგიტიმაცია იძულებით გამოუცხადა. მისივე თქმით, ამომრჩეველმა ცუდსა და უარესს შორის გააკეთა არჩევანი.
როგორც გიორგი ლომიამ აღნიშნა, ის ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა მისთვის უცნობია ამ საკითხზე პარტიის პოზიცია.
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ,“- განაცხადა ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები