ლევან იზორია: ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ლევან იზორიამ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, უწყების უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად წეროვანში ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება, სადაც სამხედროებს დასვენებისა და ფიზიკური მომზადებისთვის საუკეთესო პირობები ექნებათ.
„თითოეული ჩვენთაგანი განსაკუთრებით მადლიერია იმ წარმატებებისთვის, რომელსაც ჩვენი დაშავებული სამხედროები სპორტის მიმართულებით აღწევენ. წელს უკვე მეორედ, ისინი ძლიერთა თამაშებში უძლეველები არიან, განსაკუთრებით კი ფრენბურთში. რა თქმა უნდა ასეთ აქტივობებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მომავალში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები