ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

ხვალ, საქართველოს პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკაბახტაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რეგიონული გაანვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი, ადამ შმიდტი და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელისაქართველოში, გიგი ბრეგაძე მიმართავენ.
ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელიდაესწრება, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ქვეყნის ყველარეგიონიდან, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა დათვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა.
იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოსთავმჯდომარეებს, 12 რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიისმთავრობები.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს ხელისუფლების ამბიციური გეგმაა, რომელიც თვითმმართველიორგანოებისათვის მეტი შესაძლებლობებისა და კომპეტენციებისა მინიჭებას ითვალისწინებს, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევეფინანსური რესურსების განკარგვის მხრივ.
2018 წლის მარტში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ წარდგენილი ხედვის თანახმად, 2025 წლისთვის ადგილობრივითვითმმართველობის კონსოლიდირებულმა რესურსმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% უნდა შეადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები