„სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებზე მუშაობას დავიწყებთ, რათა ის ხარვეზები აღმოვფხვრათ, რაც ეუთო-ს ანგარიშში აისახა“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთოს ყოველწლიური მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, სიტყვით გამოვიდა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასებებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რომ მომავალში აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ეუთოს ანგარიშში აისახა. ეს არის ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს ზოგადად საარჩევნო გარემოს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები