თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალურ სააჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე აქტივობებთან ერთად სტატისტიკური მონაცემების შესახებაც ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის რეგისტრირებული მერობის კანდიდატების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების და კომისიაში შემოსული განცხადება/საჩივრების შესახებ.
შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თამარ ჟვანიამ მონაწილეებს გააცნო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ წელს პირველად მომზადებული გენდერული სტატისტიკა: დოკუმენტში ასახულია გენდერული თანაფარდობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შორის, ასევე საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების ქალთა და მამაკაცთა ბალანსი და ა.შ.
სამუშაო შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან წინასაარჩევნო პერიოდში ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება. შეხვედრები ცესკოს ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ხორციელდება.