აშშ შავი ზღვაში სამხედრო გემების გასაგზავნად ემზადება

0

აშშ-მ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის ფონზე, სამხედრო გემების გამოგზავნისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ტელეარხს წყაროებმა აცნობეს, აშშ-ის სამხედროებმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაუგზავნეს მოთხოვნა თურქეთის ინფორმირებისთვის, შავ ზღვაში გემების შესაძლო გადაყვანის შესახებ. წყაროების ინფორმაციით, მსგავსი ნაბიჯი საპასუხოა ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე.
წყაროების ინფორმაციით, თურქეთისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო გემებს ეძლევათ საშუალება გაიარონ სრუტეში, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს შესაძლებლობა იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი