სკოლებში მე-6 კლასამდე და ბაგა-ბაღებში საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა

   საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, 26 მაისის ჩათვლით სკოლების მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განათლების მინისტრის მოადილე ლია გიგაურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევები.
“ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომედაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით საწყის კლასებში, მეექვსე კლასის ჩათვლით და საბავშო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისთვის”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ გადაწყდება, განახლდება თუ არა სრულად სასწავლო პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები