ავლაბრის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს (ვიდეო)

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლამდე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ინაუგურაციის გარდა, გიორგი მარგველაშვილთან ადმინისტრაციის გადაბარების დეტალებზეც იქნება საუბარი.
ცნობისთვის, შეხვედრას ლაშა ჟვანიაც ესწრება, რომელიც „პირველი არხის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები