კანადელი მეცნიერების „კიბოს წამალი“


რატომ არ ინტერესდებიან მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ნივთიერებათა ცვლის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატ ,,დიქლორაცეტატით’‘, რომელიც კიბოს უჯრედებსაც ამარცხებს
წლებია, მეცნიერები კიბოს წამლის მიგნებას ცდილობენ, უკვე არაერთი პრეპარატი თუ მეთოდი გამოსცადეს, ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ, ახლახან კი, კანადელმა მეცნიერებმა მედიცინაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს _ კიბო მარტივი მედიკამენტით განკურნეს, მაგრამ ამ ფაქტით არც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები დაინტერესდნენ და არც საერთაშორისო მედია.
კანადაში, ედმონტონის უნივერსიტეტის, ,,ალბერტის’‘ მკვლევარების  აღმოჩენისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მეთოდი, ძალიან მარტივია და საკმაოდ იაფფასიანი პრეპარატით, დიქლორაცეტატით (დიცჰლოროაცეტატე) მკურნალობას ეფუძნება. ამ მედიკამენტს ექიმები, ძირითადად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს უნიშნავენ პაციენტებს და შესაბამისად, მას არც გვერდითი მოვლენები აქვს. პრეპარატი დიქლორაცეტატი არც დაპატენტებას საჭიროებს _ მისი შეძენა- მიღება, პლანეტის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ადამიანს, საკმაოდ იაფად შეუძლია. ეს ნამდვილი გადატრიალებაა მედიცინაში _ პაციენტებს, აღარ მოუწევთ კიბოს საწინააღმდეგო ძვირადღირებული პრეპარატის შესაძენად საჭირო თანხის მოძიება და არც სხვადასხვა თერაპიის ჩატარების დროს გამოწვეული დისკომფორტის გადატანა. კანადელმა მეცნიერებმა დიქლორაცეტატი ადამიანის უჯრედებზე უკვე გამოსცადეს. პრეპარატმა მოკლა ფილტვის, ტვინისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს უჯრედები, თანაც ისე, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია. ხანგრძლივი ექსპერიმენტი კი იმ ვირთხებზე ჩატარდა, რომლებსაც, სიმსივნის გართულებული ფორმა ჰქონდათ. მათ ორგანიზმში კიბოს უჯრედების რაოდენობა კატასტროფულად მას შემდეგ შემცირდა, რაც მღრღნელებს დიქლორაცეტიტით გაჯერებული წყალი დაალევინეს. ადამიანის ორგანიზმში არსებობს კიბოსსაწინააღმდეგო ბუნებრივი უჯრედები, მიტოქონდრიები, მაგრამ ასამოქმედებლად, მათი გააქტიურებაა საჭირო. მეცნიერები მიეჩვივნენ იფიქრონ, რომ მიტოქონდრიები ,,დაზიანებულია’‘ და შესაბამისად, ეფექტურად ვერ იბრძვის კიბოს წინააღმდეგ. ამ ფონზე, ისინი მობილიზებულნი არიან გლიკოლიზზე (გლუკოზის უჟანგბადო დაშლის პროცესი), რომელიც ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ უფრო ადვილად აქტიურდება ორგანიზმში. სწორედ ამიტომ გააკეთეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისას მწარმოებლებმა არჩევანი გლუკოლიზზე. არადა, დიქლორაცეტატით მკურნალობის მეთოდი სწორედ მიტოქონდრიების გააქტიურებას ეფუძნება. პრეპარატი ,,აღვიძებს’‘ ამ უჯრედებს, რომლებიც იწყებს ბრძოლას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. პრეპარატი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მისი გამოყენების ტექნიკა კი ძალიან მარტივია. თუ ასეა, რატომ არ დაინტერესდნენ ამ აღმოჩენით მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები და მედიასაშუალებები? ფარმაცევტული კომპანიები არ აფინანსებენ კვლევაში ამ პრეპარატის ჩართვას მარტივი მიზეზით _ დიქლორაცეტატით მკურნალობის მეთოდი არ მოითხოვს და არც შეიძლება დააპატენტო. პატენტის გარეშე კი, ისინი ვერ მოახერხებენ, გააკეთონ ფული, ისე, როგორც ახლა აკეთებენ, მაგალითად, პატენტით შიდსის მკურნალობის დროს. კანადელ მეცნიერები კი ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია თავის კვლევისა და აღმოჩენის შესახებ. იმედი აქვთ, რომ რომელიმე დამოუკიდებელი კომპანია ან წვრილი სტარტაპები მაინც აიტაცებენ ამ იდეას და დაიწყებენ პრეპარატის წარმოებას, რადგან მსხვილი კომპანიები ამ მეთოდს ალბათ კიდევ დიდხანს არ მიაქცევენ ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები