შაკო კუჭაშვილი: გვარამია, შენ მოგმართავ, ენას აღვირი მოსდე ცოტა!

„გვარამია, შენ მოგმართავ, ენას აღვირი მოსდე ცოტა!“ – ამ სიტყვებით მიმართავს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში.
ამასთან, შაკო კუჭაშვილი მოძრაობის – “არა ნაციზმს” ოფისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“ნანა კაკაბაძეს რომ ახსენებთ, პირში წყალი გამოივლეთ, თქვე არშემდგარო ბანძო ხალხო! თქვენ რომ ჭურში იჯექით, ნანა პატიმრებისთვის იბრძოდა! გვარამია, შენ მოგმართავ, ენას აღვირი მოსდე ცოტა! ნანა კაკაბაძის სახელს უკავშირდება თქვენ მიერ პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი ადამიანების გათავისუფლება! დაოკდით, თორემ დაგაოკებთ!” – წერს შაკო კუჭაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობის – „არა ნაციზმს” ოფისში მისული „რუსთავი 2″ -ის გადამღებ ჯგუფს ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. „რუსთავი 2″-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები