რა ხდება სკოლებში – განათლების სამინისტრო მენინგიტის გახშირებულ შემთხვევებზე დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და “დიალოგისა და განვითარების ფონდი” ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებს ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროპული არჩევნის, ევროინტეგრაციის პროცესისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს.
საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის შეხვედრაზე მიიღეს. სპეციალური სიუჟეტები ზემოთ ხსენებულ თემებზე აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე მომზადდება. იმ სკოლებმა, სადაც მოსწავლის ვირუსული მენინგიტით დაავადება დაფიქსირდა, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტრო მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მიმართავს და სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები. სკოლები ვალდებულნი არიან, განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: უზრუნველყონ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით; მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით; სკოლის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდეს დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციების სამუშოები; ინტენსიურად სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები: გაღიზიანებადობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, უმადობა – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირუსული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები