ლევან იზორია: ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

„ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ე.წ., სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი – ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებული მომზადების დასრულება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები