პესკოვი: ახალი პრეზიდენტისგან ველოდებით რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივების შეფასებას
კრემლი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმირებულია, ახლა თბილისისგან რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივის ანალიზს ელოდებიან. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, გაახმოვანა.
“ახალი პრეზიდენტისგან ველოდებით რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივების შეფასებას”,- აცხადებს პესკოვი.