სალომე ზურაბიშვილი: თუ გვინდა ევროპულობა – ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა

არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ორბელიანის სასახლე სრულიად მისაღებია.
შესაბამისი კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
“როგორც იცით, ჩემი წინაპრები ბარათაშვილ – ორბელიანები იყვნენ. ორბელიანის სასახლე ჩემთვის სრულიად მისაღებია. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა- ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია -ეს მასშტაბური შენობა, რომელიც უფრო სხვა რაღაცებს მაგონებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები