კოსაჩევი: ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის სივრცე შესაძლოა, გაიზარდოს
რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩევის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის სივრცე საგრძნობლად გაზარდოს. კოსაჩევის შეფასებას საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს.
„მკვეთრ ცვლილებებს არ ველოდები რუსეთის მიმართულებით, დიალოგის სივრცე, როგორც სულ მცირე, არ შემცირდება, უკეთესი იქნება, თუკი დიალოგი ახლა გაიზრდება, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის”, – აცხადებს კოსაჩევი.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია. საქართველოსთვის მისი გამარჯვება სტაბილურობის გარანტიაა.
კოსაჩევის შეფასებით, არჩევნების შედეგები მეტ-ნაკლებად პოზიტიურია.