ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.
„ქართველმა ერმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, ევროპულ განვითარებას. ეს არჩევანი მყარი საფუძველია ძლიერი საქართველოს ასაშენებლად“, – აცხადებენ ფრაქციის წევრები.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დაითვალა. დათვლილი ბიულეტენების შედეგად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 მიიღო (59.52 %), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 780633 ხმა (40.48 %).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები