უკრაინის ფინანსთა სამინისტროში ხანძარი გაჩნდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში, ფინანსთა სამინისტროს შენობაში, ხანძარი გაჩნდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს დილის 07:37 საათზე ფინანსთა სამინისტროს შენობაში სახანძრო განგაში გამოცხადდა, ლიფტის შახტაში კაბელები იწვოდა, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა გაიგზავნა, სამინისტროს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.