პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ევროინტეგრაციის შესახებ სიუჟეტები ხუთ ენაზე მომზადდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და “დიალოგისა და განვითარების ფონდი” ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებს ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროპული არჩევნის, ევროინტეგრაციის პროცესისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის შეხვედრაზე მიიღეს. სპეციალური სიუჟეტები ზემოთ ხსენებულ თემებზე აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე მომზადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები