„სამართლიანი არჩევნები“ – ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში – 5 საჩივარი დააფიქსირეს

„ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში – 5 საჩივარი დააფიქსირეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ.
„მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ, საყურადღებოა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევები. ამ დროისთვის, „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 10 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში – 5 საჩივარი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა; არაუფლებამოსილი პირი უბანზე; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა; უბნის დაგვიანებით გახსნა; საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში; წილისყრის წესის დარღვევა; უბანზე ყოფნის წესის დარღვევა.
“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები