თამარ ჩუგოშვილი – კერძო კომპანიები, რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ

„კერძო კომპანიები,რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ – ამის შესახებ „ქართული-ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ოფისში განაცხადა.
“ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და არ შეესაბამება ეს სიმართლეს. რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კერძო კომპანიები, რომლებიც ამ გადაყვანას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ასე რომ, მორიგი არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები