კახა კალაძე: გავაკეთე ჩემი პრინციპული არჩევანი, ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ

“გავაკეთე ჩემი პრინციპული არჩევანი, ხმა მივეცი ბოროტების და ძალადობის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა და ადამიანების ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.
„მე გავაკეთე დღეს ჩემი პრინციპული არჩევანი. ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები. ჩვენ პირიქით, უნდა გავაერთიანოთ საქართველო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები