ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება

„არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მობილიზაციისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო კონკრეტულ მედიასაშუალებებს მოუწოდა, ხელოვნურად აგრესიულ ფონს ნუ შექმნიან.
„მინდა ჩვენს კოორდინატორებს მადლობა გადავუხადო მობილიზაციისთვის, ეს არის მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება აიღოს ოფიციალური საარჩევნო სიები, მათ შორის ფოტოსურათებით, კომისიიდან. პირად ნომრებზე არ ვამბობ. არის სიები, რომელიც აქვს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ძალიან გთხოვთ, „რუსთავი 2“-ს განსაკუთრებით, ნუ შექმნით ხელოვნურად აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში. ნუ შეეცდებით ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობაც. არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველას მოგიწოდებთ, გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები