ირაკლი კაკაბაძე: ხვალ პაშკოვი, რუსული არმიის გენერალი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას გეგმავს

ხვალ ბატონი პაშკოვი, რუსული არმიის გენერალი გეგმავს საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას, – ამის შესახებ „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაკაბაძემ პრესკონფერენცია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან ერთად გამართა.
მათი თქმით, კრემლი საქართველოს ოკუპაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახმარებით გეგმავს.
„დღეს საუბარი გვექნება იმ ცნობილ სქემაზე, რომლითაც მუშაობს მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯგუფი, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. ჯერ კიდევ 1 წლის წინ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს მისი საუბარი ერთერთ უკრაინელ ბიზნესმენთან, კურჩენკოსთან. კურჩენკო სააკაშვილს ესაუბრება იმაზე, რომ მოსკვიდან მას გადაუგზავნის ფულს. კურჩენკო იყო იანოკოვიჩთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელსაც კარგი კავშირები ჰქონდა გავლენიან რუს ჩინოვნიკებთან. კურჩენკოს მფარველად პირდაპირ არის მოხსენიებული უკრაინული სამსახურების მიერ სერგეი ბესედა, რომელიც არის „ეფესბეს“ გენერალ-პოლკოვნიკი და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მმართველი ბორტნიკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც პირადად აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოეწყოს უმართავი ქაოსი , რომელსაც მერე რუსეთი მართავს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბესედა არის ის პირი, რომელიც საქართველოს მოვლენებში ჩარეულია 2008- 2010 წლებიდან აქტიურად. ბესედას მფარველია ჩემეზოვი , პუტინის ახლობელი. ასეთი სქემაა: სააკაშვილის კავშირი ბესედას ხალხთან, ზემოთ არის ჩემეზოვი და პირამიდის თავშია პუტინი“- განაცხადა კაკაბაძემ.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მათი უკრაინული და ამერიკული წყაროების ინფორმაციით, პროვოკაციისთვის საქართველოში პროვოკაციის მოწყობისთვის 500-ზე მეტი ადამიანია შემოსული.
„რა კავშირშია ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან და როგორ შეიძლება არეულობის გამოწვევა.
ფინანსური ტრანზაქციები, თუ ეს ოფშორებში არ ხდება, მიმდინარეობს ქეშის საშუალებით. აქ არის საინტერესო სიტუაცია: ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსდება ფინანსური კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ერთერთი გადამდგარი ადმირალი პაშკოვი. პაშკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთშია , რათა მილიონობით დოლარი მიაწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც დასჭირდება რუსეთის ორგანიზებული პროვოკაციების მოწყობა საქართველოში. პაშკოვი , ეს ფინანსური კომპანია მოქმედებს პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიიდან იგზავნებოდა ფული უკრაიანაშიც კი. გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ დაახლოებით გაზაფხულიდან დაიწყო დაფინანსება იმ ჯგუფების, რომელიც აპირებენ ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით, ეს ხდება ქეშის საშუალებით. სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა ხდება ხოლმე ქეშის საშუალებით.
ჩვენი უკრაინული და ამერიკული წყაროების ინფორმაციით, 500-ზე მერი ადამიანია შემოსული პროვოკაციისთვის საქართველოში . ზოგი ეროვნებით ქართველია, ზოგი შეიძლება არც იყოს ქართველი. ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნების მიმდინარეობისას ატყდეს ამბები საარჩევნო ყუთებთან, დაიწყოს ჩხუბები და მოხდეს პროვოკაცია. ხვალ ბატონი პაშკოვი, რუსული არმიის გენერალი გეგმავს საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას.
რადგანაც უკრაინა გუშინ უკვე გახდა აგრესიის მსხვერპლი , უნდა ველოდოთ, რომ საქართველოშიც ეს შეიძლება მოხდეს, რუსეთი გადადის ძალიან დიდი შეტევის ხაზზე. ამას გააჩერებს ჩვენი საზოგადოების სიმტკიცე, პროდასავლური კურსი. ამის გამომხატველია სალომე ზურაბიშვილი“- განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები