“ჩერნოვეცკის“ ფონდი საზოგადოებას მზია პაპიაშვილისა და მისი ვაჟის დახმარებისკენ მოუწოდებს

არ არის დასამალი, რომ მარტოხელა ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ. “ჩერნოვეცკის” ფონდი ყოველდღიურად 500-ზე მეტ მოხუცს უწევს დახმარებას, მაგრამ ამავე დროს არ იქნება ურიგო, რომ საზოგადოებამაც მიაქციოს მათ ყურადღება და გაუწოდოს დახმარების ხელი!
87 წლის მზია პაპიაშვილს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს. ხანდაზმულ ასაკში თავი იჩინა უამრავმა დაავადებამ. მას აწუხებს ათეროსკლეროზი, ენცეფალოპათია, ქოლეცისტიტი, კატარაქტა, გადატანილი აქვს ინსულტი… ეს ხანდაზმული ქალი უვლის შვილს, რომელსაც ფსიქიკური დარღვევები აქვს. დედა-შვილის შემოსავლის წყაროს პენსია და სოციალური შემწეობა წარმოადგენს, რაც არ ჰყოფნით მედიკამენტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზე. ისინი ხშირად არჩევანის წინაშე დგანან – ან წამლები ან საჭმელი! ამ ოჯახში უკიდურესი სიდუხჭირე სუფევს, დედა-შვილი თქვენი დახმარების გარეშე ამ ზამთარს ვერ გადაიტანს!
„მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ მზია პაპიაშვილს და მის ვაჟს, თანხა შეგიძიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მზია პაპიაშვილი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/270-ishvile/ “- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები