ბათუმში 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის დაკავებას ცდილობს

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ხმაურია. 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს, თუმცა სამართალდამცველები მათ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ აძლევენ.
ისინი მცირეწოლოვანი ბავშვებით არიან მისული და ამბობენ, რონ არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები.
სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ის ოჯახების პრობლემებს იცნობს. ნაწილი საცხოვებლით დაკმაყოფილდებას ექვემდებარება და ამ საკითხს უახლოეს პერიოდში განიხილავენ. ოჯახების ნაწილი აჭარის ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება.
შეკრებილმა ერთი თვის წინ იგივე შენობა თვითნებურად დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა მაშინ ისინი გამოასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები