მკვლელობა ზუგდიდში- ახალგაზრდა მამაკაცმა ბიძა სანადირო თოფით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით ბიძა მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული პირი, ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა -1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები