ბოლნისის მაჟორიტარმა 26 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა

2016-2017 წლის წარჩინებულ 26 კურსდამთავრებულს მედლები გადაეცა.
დაჯილდოვება დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
23 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი კურსდამთავრებულებს, საზეიმო ვითარებაში , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ გადასცეს.
დღესვე გაიმართა სერთიფიცირებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები