გია აბაშიძე: არის თუ არა “რუსთავი2” ფეიკ ნიუსერი? მათ საინფორმაციო გამოშვებებში 79.4 % ყალბი, ინტერპრეტირებული და დამახინჯებულია

“არის თუ არა “რუსთავი 2” “ფეიკ-ნიუსერი?”- ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მის მიერ ჩატარებული “რუსთავი 2”-ის მედიამონიტორინგის კვლევის შედეგებს:
“შევარჩიე 3 კონკრეტული დღე (19-21 ნოემბერი). ძირითადი მიგნებები: საინფორმაციო გამოშვებებში, ფაქტების 79.4% ყალბი ან ინტერპრეტირებული/დამახინჯებულია;
თოქ-შოუებში, განსაკუთრებით კი „კვირის აქცენტებში”, არაერთხელ იქნა გამოყენებული ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება თავად გადაცემის წამყვანების მხრიდან;
როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე თოქ-შოუებში ხშირი იყო გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება;
ჟურნალისტების მხრიდან არაერთხელ მოხდა საკუთარი აზრების ფაქტებად წარმოჩენა და პირდაპირი დასკვნების ტირაჟირება;
კვლევის პროცესში, პოზიტიურ და ნეიტრალურ კონტექსტში ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები გაშუქდა;
პოლიტიკური თუ საინფორმაციო-ანალიტიკური შოუების გაშუქებისას, შეინიშნებოდა ტენდენციური დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ და ხდებოდა მისი დაუფარავი კრიტიკა;
თოქ-შოუების გაშუქებისას ხდებოდა სალომე ზურაბიშვილის „რუსეთის პროექტად” და მოღალატედ წარმოჩენა;
ხშირად სიუჟეტები ეგებოდა გაყალბებული ფაქტების კვალდაკვალ და ყველა შემდგომი დასკვნა პირველი ცრუ ინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენდა. ხშირი იყო კადრებით და მუსიკით მანიპულირება, განსაკუთრებით თოქ-შოუებში”,- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები