სალომე ზურაბიშვილი: ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება ენგურის ხიდზე – იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურის ხიდზე დაასრულა.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატი ენგურის ხიდზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ამ ადგილას დასრულება სიმბოლურია.
„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურის ხიდზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით, ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება. ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთის მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ, ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.