ვოლსკი ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებას აფასებს – „საფრთხე ჩვენთვის საგანგებოა და მნიშვნელოვანი”
“საფრთხე ჩვენთვის საგანგებოა და მნიშვნელოვანი, საქმე შავი ზღვის აკვატორიას ეხება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას ყველა საკითხზე, რაც რეგიონული უსაფრთხოებას ეხება, თუმცა “ევროპული საქართველო” ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს.
“შინაარსითაც და პათოსითაც ჩვენ ყოველთვის პოზიციას გამოვხატავდით საკმაოდ მკაფიოდ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს ეხება რეგიონული უსაფრთხოების თემას. სამწუხაროა, რომ “ევროპულ საქართველო” ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. სერიოზული მსჯელობაა საჭირო, სპონტანური გადაწყვეტილებების ნაცვლად. რეგიონში საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა შექმნილი. საერთაშორისო დამოკიდებულება თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულებაც იგივეა, გამოიხატება თუ არა ეს რეზოლუციით, ამას მარტო ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ პოზიცია რასაკვირველია იგივეა, რაც მთელს მსოფლიოს აქვს ამასთან დაკავშირებით და საფრთხე ჩვენთვის საგანგებოა და მნიშვნელოვანი, შავი ზღვის აკვატორიას ეხება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.