გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს (ვიდეო)
გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინული არხის „Телеканал Прямий“-ს ეთერში ჩართვისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის აღდგენის თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ფიქრობს, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს.
ვაშაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს.
„როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ჩემი პოზიციაა, როგორც საქართველოს მოქალაქის და ასევე, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პოზიციაა, რომ მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა და აქ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მისცემს მას მოქალაქეობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გადაცემა, რომლის წამყვანიც მატვეი განაპოლსკია, 13 ნოემბერს შედგა.
გიორგი ვაშაძის ჩართვა სრულად იხილეთ ბმულზე: