რატი იონათამიშვილმა შშმ პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და შშმ პირებისათვის სივრცის მოწყობის ელემენტების გაუთვალისწინებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.
„ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის ელემენტების გაუთვალისწინებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის შვიდმა წევრმა შეიმუშავა. მომავალი კვირიდან ჩვენ ვიწყებთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვებს, მანამდე კი ამ ინიციატივას ვაცნობთ შშმ პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ მათი რეკომენდაციები, რათა მათი ჩართულობით მოხდეს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის სიკეთე თითოეულ ჩვენგანს უნდა შეეხოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას, ინიციატორებმა ორი მიმართულებით იხელმძღვანელეს: ერთი – რომ აქამდე კანონში განსაზღვრული არ იყო აღნიშნული პროცესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი და ასეთ პირად განისაზღვრა მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები, მეორე მხრივ – განისაზღვრება, თუ რა სანქციები უნდა დაეკისროს სამართალდამრღვევს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გათვალისწინებული მშენებლობის დროს შშმ პირთა ტექნიკური რეგლამენტი და სამშენებლო სტანდარტები, სანქციები სამშენებლო კლასებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით დაიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები