ხმა პროდუქტების სანაცვლოდ – ჩხოროწყუში “ნაცმოძრაობა” ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს (ვიდეო)

ჩხოროწყუს რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.
“კვირას” ინფორმაციით, აღნიშნული პირები, რომლებიც ჩხოროწყუში მოსახლეობას შაქარს, ფქვილს, კარტოფილს და სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ხმის მიცემის სანაცვლოდ ურიგებდნენ, გვიან ღამით, პოლიციის შენობაში სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. “კვირამ” პოლიციის შენობიდან გამოსული პირების ჩაწერა სცადა, თუმცა მათ კამერასთან საუბარი არ ისურვეს. პოლიციის შენობაში მყოფი პირების თანამოაზრეები კი აცხადებენ, რომ არანაირ მოსყიდვას ადგილი არ აქვს და ეს მათი მეგობრების პოლიტიკური ნიშნით დევნაა.
“კვირამ” ასევე მოიპოვა ის დოკუმენტი, რომლითად დასტურდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ფაქტის გადამოწმება და დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია გაეგზავნება შესაბამის უწყებას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები