„თბილისი ჰილსში“ პირველი ვილები უკვე დასრულებულია

პრემიუმ-კლასის უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე კომპანია „თბილისი ჰილსი გოლფი და რეზიდენციები“ ახლადდასრულებული პროექტების შესახებ აანონსებს: სადებიუტო ვილები — „ვუნდერვერკი“, „ალიანსი“ და KTA L-ი, რომლებზეც სამმა სხვადასხვა შემოქმედებითმა გუნდმა იმუშავა, მომავალ მფლობელებს 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.
„თბილისი ჰილსი გოლფი და რეზიდენციები“ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც თბილისიდან თხუთმეტი წუთის სავალზე მდებარეობს და ქალაქს ორი მთავარი მისასვლელით – კრწანისის პანორამული გზით და რუსთავის გზატკეცილით უკავშირდება. კომპანიის ხედვა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისა და ჯანსაღი გარემოს შერწყმით განვითარებაა, ამიტომაც საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე უბანი შეირჩა. პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი, ახალი საკომუნიკაციო სისტემა და კომფორტული გზები მომხმარებელთა იმ კატეგორიისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მყუდრო გარემო, დახვეწილი ინტერიერი და ბუნებასთან სიახლოვე ხიბლავთ.

„ვუნდერვერკი“
ერთსართულიანი ვილა „ვუნდერვერკის“ პროექტის დიზაინზე ქართულმა არქიტექტორულმა ბიურო Wunderwerk-მა იმუშავა. ეზო, ვიტრაჟული ფანჯრები და პანორამული ხედები თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე იდეალურია მათთვის, ვინც ჯერ მზად არ არის, ქალაქის კომფორტზე უარი თქვას და ამავდროულად სურს, ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვროს. ვილა მოიცავს: სამ საძინებელს, ორ სველი წერტილს, სტუმრებისთვის განკუთვნილ სააბაზანოს, საგარდერობო ოთახს, მყუდრო მისაღებს, სამრეცხაოს და ტექნიკურ ოთახს, თავისუფალი დაგეგმარების სამზარეულოსთან ერთად. შენობის თავზე ტერასა მდებარეობს, სადაც ეზოდან ხვეული კიბით მოხვდებით.
„ვუნდერვერკი“ დასრულებული და ავეჯით მოწყობილია, მასში შესახლება 2018 წლის პირველი დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ტექნიკური დეტალები:
ნაგებობის ფართობი: 352 კვადრატული მეტრი; სართულების რაოდენობა: 1;
საპარკინგე ადგილი: 2 მანქანისთვის (გადახურული);
„ალიანსი“
T-სებური ფორმის ვილა „ალიანსზე“ არქიტექტურულმა ბიურო Allianss Architects-მა იმუშავა. დახვეწილი დიზაინის ორსართულიანი ნაგებობა ორგანულად ერწყმის ბუნებრივ ლანდშაფტს: ტერასების კონფიგურაცია რელიეფს ვიზუალურად ერთგვაროვან ეფექტს სძენს. „ალიანსი“ უკვე გაყიდვაშია.
პირველ სართულზე განლაგებულია საძინებელი, სამრეცხაო ოთახი, სათავსო, სტუმრებისთვის განკუთვნილი აბაზანა, ტექნიკური ოთახი და ფართო ტერასა, საიდანაც თბილისის შემოგარენის ხედი იშლება; მისაღები მეტი სიმყუდროვისთვის დანარჩენ ოთახებზე სამი საფეხურით დაბლა მდებარეობს, რის ხარჯზეც არქიტექტორებმა ჭერის სიმაღლე 3,45 მეტრამდე გაზარდეს. მეტი სივრცულობისთვის მისაღებს სამმხრივი ვიტრაჟული ფანჯრები ესაზღვრება. სამზარეულო გადახურულ ტერასაზე გადის. ტერიტორიაზე, ასევე, საცურაო აუზის ადგილიც არის გამოყოფილი.
მეორე სართული მოიცავს: სამ კომფორტულ საძინებელს, ორ ინდივიდუალურ სველ წერტილს და გარდერობის ოთახს. საძინებლიდან შავნაბადას მონასტრის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
ტექნიკური დეტალები:

ნაგებობის ფართობი: 325 კვადრატული მეტრი; სართულების რაოდენობა: 2;
საპარკინგე ადგილი: 4 მანქანისთვის (2 გადახურული);KTA L
ვილა KTA L-ის პროექტზე ესტონურმა არქიტექტორულმა ბიურო Kadarik Tüür Architects-მა იმუშავა. ნაგებობა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ჰარმონიულად ავსებს მიმდებარე ტერიტორიას და ექსტერიერთან ერთად სრულყოფილ სურათს ქმნის.
პირველ სართულზე განლაგებულია: სამზარეულო, რომელიც ტერასას უერთდება, ორი სათავსო ოთახი, სამრეცხაო, ტექნიკური ოთახი და სტუმრებისთვის განკუთვნილი აბაზანა.
მთავარ შესასვლელთან ფართო გარდერობის ოთახია. მისაღები მეტი სიმყუდროვისთვის დანარჩენ ოთახებზე რამდენიმე საფეხურით დაბლა მდებარეობს, რის ხარჯზეც არქიტექტორებმა ჭერის სიმაღლე 3,6 მეტრამდე გაზარდეს და მეტი სივრცულობისთვის ოთახი ოთხმხრივი ვიტრაჟული ფანჯრებით შემოსაზღვრეს, რომელთაგან ერთ-ერთი კუთხისაა. ტერასიდან თბილისის და შავნაბადას მონასტრის პანორამული ხედები იშლება. ტერიტორიაზე, ასევე, საცურაო აუზის ადგილია გამოყოფილი.
მეორე სართულზე განლაგებულია: ოთხი კომფორტული საძინებელი, ორი ინდივიდუალური სველი წერტილი და გარდერობის ოთახი.
ვილა KTA L-ი უკვე გაყიდვაშია.
ტექნიკური დეტალები:
ნაგებობის ფართობი: 315 კვადრატული მეტრი; სართულების რაოდენობა: 2;
საპარკინგე ადგილი: 2 მანქანისთვის (გადახურული);

„თბილისი ჰილსი გოლფი და რეზიდენციები“ მომხმარებლებს, „თაუნჰაუსებს“ (დაწყვილებულ სახლებს)და მინიმუმ ოთხი ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ინდივიდუალური პროექტების ასაშენებელ მიწებს სთავაზობს. იმისათვის, რომ მეზობლად მიმდინარე სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებმა რეზიდენტებს დისკომფორტი არ შეუქმნას, კომპლექსში განთავსებული ნაგებობები ერთმანეთისგან საერთაშორისო სტანდარტების დაცვითაა დაშორებული და სექტორებად დაყოფილი. ამ ეტაპზე გაყიდვაშია სექტორი C – მისი 30% უკვე გაყიდულია. ხელმისაწვდომია, ასევე, ოცდათორმეტი მიწის ნაკვეთი”, – განაცხადა ფირმის მენეჯერმა ანარ ასკეროვმა.
„თბილისი ჰილსი გოლფი და რეზიდენციები“ უძრავი ქონების პროექტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში პირველ თვრამეტ ფოსოიან პროფესიულ გოლფის მოედანსა და პრემიუმ-კლასის რეზიდენციებს აერთიანებს. კომპლექსის სრული ფართობი 331 ჰექტარია, რაც 350-ზე მეტი ვილას, 70-ზე მეტ „თაუნჰაუსს“ (დაწყვილებულ სახლს), 800-მდე საცხოვრებელბინას და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აერთიანებს. „თბილისი ჰილსი გოლფი და რეზიდენციები“ ჯგუფ AS Skinest-ს ეკუთვნის. AS Skinest-ი საქართველოში 2011 წლიდან სარკინიგზო ბიზნესსა და ჰიდროენერგოსადგურებთან დაკავშირებულ მასშტაბურ პროექტებშია ჩართული.

ჯგუფ AS Skinest-ისმფლობელი და დამფუძნებელი საერთაშორისო მეწარმე — ოლეგ ოსინოვსკია. ბიზნესმენის ბიოგრაფია განსაკუთრებით დიდ გამოცდილებას მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების დარგში.
R
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.tbilisihills.com.
წყარო: https://commersant.ge/ge/post/tbilisi-hilsshi-pirveli-vilebi-ukve-dasrulebulia?fbclid=IwAR0zXep311ETThmWa76-Mw0qH1wo6ebDEyhMRat3U2yuwUiJwrJZyHGZywY

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები