მუხიანში 33 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, მუხიანის მესამე მიკრორაიონში ცეცხლსასროლი იარაღით 33 წლის მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათ, დაახლოებით, შვიდი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს, თუ როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან ორი პიროვნება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე, 117-მუხლის პირველი, 236-ე მუხლის 3-ე და 4-ე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები