მამუკა ბახტაძემ ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის, დასკვნით ეტაპზეა ბეტონის სამუშაოები. დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა. პარალელურად, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი ემ სი” ახორციელებს. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება – მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგიც მოეწყობა. სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.     

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები