კახა კახიშვილი: 2012 წლიდან ქართველმა ხალხმა მოსთხოვა ხელისუფლებას სწრაფი რეფორმების გატარება პენიტენციურ სისტემაში

წარმოიდგინეთ, პენიტენციურ სისტემაში 2012 წლიდან რა ენერგია დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში რეფორმები 2012 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება.
“თქვენ კარგად იცით, სოზარ სუბარმა რა მემკვიდრეობა ჩაიბარა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო 2012 წელს პენიტენციურ სისტემაში. 2012 წლიდან ქართველმა ხალხმა მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეფორმების გატარება პენიტენციურ სისტემაში. ეს რეფორმები გრძელდება დღესაც და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება მომავალშიც. ახლახანს გაეროში იყო წარდგენილი პენიტენციური სისტემის რეფორმა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმა 15 ქვეყანას შორის მსოფლიოში”, – განაცხადა კახიშვილმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში კატასტროფული მდგომარეობა იყო სიკვდილიანობის მხრივ.
„ზოგ შემთხვევაში კატასტროფული მდგომარეობა იყო სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, ტუბერკულოზთან დაკავშირებით, სუიციდის საკითხებთან მიმართებაში და წარმოიდგინეთ, 2012 წლიდან რამდენი, რა ენერგია დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დღესაც კი, იუსტიციის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის რეფორმა, ვინაიდან ეს არის განგრძობითი პროცესი”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები