„ჩერნოვეცკის“ ფონდის დღის ცენტრში გიორგობის დღესასწაული კონცერტით აღნიშნეს

„ჩერნოვეცკის“ ფონდის დღის ცენტრში გიორგობის დღესასწაული საზეიმო კონცერტით აღნიშნეს. ფონდის ბენეფიციარების წინაშე უკრაინული სიმღერის ანსამბლი Лілея წარსდგა, რომელიც ორი ათეული წლის წინ თბილისში ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელები არიან ირაკლი მიქელაძე და გალინა კოლესნიჩენკო. უნდა აღინიშნოს, რომ Лілея ფონდს პირველად არ სტუმრობს.
„დიდ სიხარულს გვანიჭებს თქვენთან გამოსვლა, რამეთუ ჩვენი ანსამბლის თითოეული წევრი აქ გრძნობს უაღრესად თბილ ატმოსფეროს. გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი“, – ამბობს გალინა კოლესნიჩენკო.
„ჩერნოვეცკის“ საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრი გასული წლის მაისში დაარსდა. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს იგი სთავაზობს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო მომსახურებას, ტანსაცმელს, უფასო კვებას. ბენეფიციარებისთვის ხშირად ეწყობა კონცერტები, შეჯიბრებები სამაგიდო თამაშებში და პოეზიის საღამოები.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები