“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა მხარდაჭერა “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს-არ გვინდა წარსულის დაბრუნება

ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის წევრები პარტიას ემიჯნებიან და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას “ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ორგანიზაციის 30-მდე აქტივისტმა დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად, საკუთარი ინიციატივით მიიღეს.
ამასთან, ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ იზიარებენ “ევროპული საქართველოს” მოწოდებას, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგანაც თვლიან, რომ ვაშაძის გამარჯვებით ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” დიქტატორული რეჟიმი დაბრუნდება, რომელთაც არაერთი ოჯახი გააუბედურეს.
“ჩვენ ვემიჯნებით წარსულს და არ ვიზიარებთ “ევროპული საქართველოს” მოსაზრებას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოვუცხადოთ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძე იგივე მიხეილ სააკაშვილია და სწორედ ამიტომ ვემიჯნებით წარსულს. რა დღეშიც მან ჩააყენა ჩვენი ქვეყანა და როგორი დიქტატორული რეჟიმი ჰქონდა დამყარებული.
ჩვენ ვიყავით დავით ბაქრაძის მხარდამჭერები, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს დავაბრუნოთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი საქართველოში და არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვერდით დავუდგეთ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და 28 ნოემბერს მხარი დავუჭიროთ არჩევნებში,-განაცხადეს “ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები