მარნეულში ავტომობილს მატარებელი დაეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში მსუბუქ ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შეხაჯება იმ დროს მოხდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისას.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები